2021 წლის შემოდგომის 5 მთავარი ტრენდი თქვენი ინტერიერისთვის

სექტემბერი 1, 2021By ელენე მეტრეველიავეჯი, იდეები, ინტერიერი, რემონტი, რჩევები, სიახლეები, ტრენდები

შემოდგომაც მოვიდა, წლევანდელი ზაფხული თავისი ცოცხალი ფერებითა და ტრენდული დეტალებით დაგვემშვიდობა და ახლა დროა, კარი ყვითელ, წითელ ფერებსა და ქარიან ამინდებს გავუღოთ. შემოდგომის მოსვლას ინტერიერის დიზაინერებიც მომზადებულები ხვდებიან და თქვენთვის 2021 წლის საშემოდგომო ტრენდების ხუთეული შევკრიბეთ.  ნახეთ, 2021 წლის შემოდგომის 5 მთავარი ტრენდი თქვენი ინტერიერისთვის. თბილი ფერები, ნატურალური გადაწყვეტები ინტერიერში თბილი ფერები არ გვტოვებენ, 2021 … Read More

რატომ უნდა აირჩიოთ სახლის მოწყობისა და აშენებისთვის ხის მასალა

აგვისტო 28, 2021By ელენე მეტრეველიარქიტექტურა, იდეები, ინტერიერი, ლანდშაფტი, რემონტი, რჩევები

ხე – მასალაა, რომელიც პატარა სახლშის აშენებისას ხშირად გამოიყენება და სურვილის შემთხვევაში მას ინტერიერშიც იყენებენ. არსებობს რამდენიმე მიზეზი რის გამოც არჩევანი ხეზე უნდა შეაჩეროთ და თქვენი სივრცის უმეტესი ნაწილი მას დაუთმოთ. წაიკითხეთ, რატომ უნდა აირჩიოთ სახლის მოწყობისა და აშენებისთვის ხის მასალა კვლევები ამბობს რომ…   ბოლოს ჩატარებული ყველა კვლევა ამბობს, რომ ხის მასალის სახლში გამოყენება … Read More

შავი ფერის მთავარი უპირატესობები ინტერიერში

აგვისტო 26, 2021By ელენე მეტრეველიავეჯი, იდეები, ინტერიერი, რემონტი, რჩევები, სიახლეები, ტრენდები

გამოკითხვა რომ ჩავატაროთ ინტერიერში ყველაზე ხშირად გამოყენებულ ფერებს შორის გამარჯვებული აუცილებლად შავი ფერი იქნება, რადგან შავი პირველი, ელეგანტური ფერია, ყველა სხვა დანარჩენ ფერს უხდება და ინტერიერში ყოველთვის ამბობს თავის სათქმელს. ნახეთ – შავი ფერის მთავარი უპირატესობები ინტერიერში რამდენი უპირატესობა აქვს შავ ფერს, რამდენიმეს ჩამოთვლაც კი გაგვიჭირდება… შავ ფერს შეუძლია გამოკვეთოს სივრცე ამ ფერის ერთ-ერთი დადებითი … Read More

რომელი მცენარე არ უნდა შეიძინოთ თქვენი ინტერიერისთვის

აგვისტო 16, 2021By ელენე მეტრეველიიდეები, ინტერიერი, ლანდშაფტი, რჩევები, სიახლეები, ტრენდები

სახლში მცენარეებს ინტერიერის გასალამაზებლად, ჩვენი გაწყობის ასამაღლებლად და სხვა მილიონი მიზეზით ვდგამთ. მათ დიდი ყურადღებითა და მონდომებით ვარჩევთ შემდეგ კი ასევე დიდი ყურადღებით ვუვლით თითოეულს. მცენარეები ნამდვილად კარგია, თუმცა არსებობს რამდენიმე ჯიშის ყვავილი და ბუჩქნარი რომელიც სახლში არ უნდა დადგათ. ნახეთ, რომელი მცენარე არ უნდა შეიძინოთ თქვენი  ინტერიერისთვის  ინგლისური სურო რა კარგია სურო, სახლის სახურავამდე … Read More

რჩევები რატომ უნდა ჩამოკიდოთ ტელევიზორი კედელზე

აგვისტო 13, 2021By ელენე მეტრეველიავეჯი, იდეები, ინტერიერი, რჩევები, სიახლეები, ტრენდები

სახლის მოწყობისას ბოლო დეტალებს დიდ ყურადღებას ვაქცევთ, რადგან საბოლოო შტრიხები ინტერიერს სრულყოფილ სახეს აძლევს და სრული შედეგის მიღებაში გვეხმარება. ბოლო დეტალებში ტელევიზორის, სურათებისა და სხვა დეკორის შემოტანაც იგულისხმება. სად აპირებთ ახალ სახლში ტელევიზორის დადგმას, იქნებ ჯობს ინტერიერის ხრიკები გამოიყენოთ და ტელევიზორი კედელზე ჩამოკიდოთ ? – ნახეთ, რჩევები რატომ უნდა ჩამოკიდოთ ტელევიზორი კედელზე თქვენ დაზოგავთ სივრცეს … Read More

რა შეცდომებს უშვებთ ყველაზე ხშირად სახლის მოწყობისას

ივლისი 29, 2021By ელენე მეტრეველიავეჯი, იდეები, ინტერიერი, რემონტი, რჩევები, სიახლეები, ტრენდები

დაფიქრებულხართ რა შეცდომებს უშვებენ ადამიანები ინტერიერის მოწყობისას და რომელია ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები?. მოდით ვაღიაროთ, რომ ინტერიერის დიზაინში შეცდომები მოსულა, მთავარია მისი გამოსწორების სურვილი გვქონდეს და ვიცოდეთ რომ მეორედ აღარ დავუშვათ ის. მოდით ერთად ვნახოთ, რა შეცდომებს უშვებთ ყველაზე ხშირად სახლის მოწყობისას. არ გაქვთ გეგმა ამ შეცდომას ინტერიერის მოწყობისას ხშირად, ძალიან ხშირად შეხვდებით. არ დაიწყოთ … Read More

ხრიკები რომლებიც ყველა ინტერიერში გამოგადგებათ

ივლისი 27, 2021By ელენე მეტრეველიავეჯი, იდეები, ინტერიერი, რემონტი, რჩევები, სიახლეები

როგორც მედიცინაში, სპორტსა და ეკონომიკაში ასევე არქიტექტურასა და ინტერიერშიც არსებობს ხრიკები, რომელსაც ინტერიერის დიზაინერები საჯაროდ არასდროს აღიარებენ. თქვენთვის რამდენიმე მათგანი უნდა გავასაჯაროვოთ და პროფესიონალების მიერ გამოცდილი და საჭირო ხრიკები თქვენც გასწავლოთ – ნახეთ, ხრიკები რომლებიც ყველა ინტერიერში გამოგადგებათ შეურიერთ ძველი და ახალი დეკორი თუ ინტერიერში ძველ და ახალ დეკორს ერთმანეთში შეურევთ, სახლში თანამედროვე სტილს შექმნით, … Read More

6 მთავარი ტრენდი რომელიც ზაფხულში უნდა სცადოთ

ივლისი 26, 2021By ელენე მეტრეველიავეჯი, იდეები, ინტერიერი, რემონტი, რჩევები, სიახლეები, ტრენდები

სანამ ზაფხულს გავაცილებთ ბოლოჯერ შეგვიძლია ამ სეზონზე სახლი განვაახლოთ და ტრენდების მიხედვით რომელიმე ოთახი რადიკალურად შევცვალოთ. ფერები, ტექსტილი და ავეჯი – ნახეთ, 2021 წლის 6 მთავარი ტრენდი რომელიც ზაფხულში უნდა სცადოთ. გამოიყენეთ ინტერიერში ლურჯი ფერი პირველი რჩევა ტრენდების მოყვარულებს – რამდენიმე კვირა დაგრჩათ, შეარჩიეთ ლურჯი ფერის დეკორი, შეცვალეთ ბალიშები ან ხალიჩა. ინტერიერში რაიმე ლურჯი ფერის … Read More

რჩევები როგორ და სად დავდგათ კოსმეტიკის მაგიდა საძინებელში

ივლისი 21, 2021By ელენე მეტრეველიავეჯი, იდეები, ინტერიერი, ლანდშაფტი, რემონტი, რჩევები, სიახლეები

ყველა გოგოს ერთხელ მაინც უოცნებია ოთახში თეთრი ან ვარდისფერი სარკეებიანი კოსმეტიკის მაგიდა ჰქონოდა, აი ისეთი, ფილმებში რომ აქვთ ხოლმე ზღაპრულ გოგოებს. 21-ე საუკუნეში მიუწვდომელი და რთული აღარაფერია და, რა თქმა უნდა, თანამედროვე ინტერიერში მსგავს ზღაპრულ კოსმეტიკის მაგიდებს აუცილებლად შეხვდებით, თუმცა სახლში ხომ ყველაფერს თავისი ადგილი აქვს და ასეთი მაგიდისთვისაც უნდა გამოვნახოთ შესაფერისი სივრცე. ნახეთ, რჩევები … Read More

ვინტაჟურობის ზეიმი – ვერსალის სასახლეში პირველი სასტუმრო გაიხსნა

ივნისი 30, 2021By ელენე მეტრეველიავეჯი, არქიტექტურა, იდეები, ინტერიერი, რჩევები

ვინტაჟური სტილი ყოველთვის პოულობს თავის ადგილს, რა დროც არ უნდა გავიდეს ეს სტილი მოთხოვნადი, ტრენდული და თავისებურად დახვეწილი რჩება. 387 წლის განმავლობაში პირველად, საფრანგეთის სადღესასწაულო ვერსალის სასახლეში სასტუმრო გაიხსნა, პარიზული არისტოკრატია ახლა სტუმრებსაც იღებს. ნახეთ, როგორ გამოიყურება ვინტაჟურობის ზეიმი – ვერსალის სასახლეში პირველი სასტუმრო გაიხსნა 1 ივნისს საფრანგეთი ახალმა ამბავმა მოიცვა, ვერსალის დიდებული სასახლეში ახლი … Read More