თითქოს არცერთი ცნობილი ადამიანის სახლი აღარ იწვევს ჩვენს გაკვირვებას, რადგან მათი ქონება, მდიდრული სახლები და ათობით კილომეტრზე გადაჭიმული ედემის ბაღები ბევრჯერ ვნახეთ. მაგრამ საზღვარი კარგსა და საუკეთესოს შორის მუდამ იცვლება. ამჯერად, ცნობილი სელებრითების კიდევ უფრო ცნობილ სახლებში შეგაჭყიტებთ, ნახეთ – ცნობილი ადამიანების სახლები რომლებზეც ფიქრს ვერ შეწყვეტთ ტრევის სკოტის სახლი ამერიკელი რეპერის ტრევის სკოტის 23 … Read More
სტილი
როგორ მოაწყოთ სახლი საშემოდგომოდ ზოდიაქოს მიხედვით
ზოდიაქოს ნიშნები და ფენ შუი სახლის მოწყობისა თუ გადაკეთების დროს ხშირად გვახსენებს თავს, თითქოს, სახლის მოწყობისას რაღაც მცირედით მაინც ზოდიაქოსაც უნდა ვენდოთ და არც ფენ შუი დავტოვოთ განაწყენებული. უკვე შემდგომა იგრძნობა და დარწმუნებულები ვართ, ინტერიერის გადაკეთებამ და შელამაზებამ გაგიელვათ თავში და ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით საინტერესო თემით დაგიბრუნდით – როგორ მოაწყოთ სახლი საშემოდგომოდ ზოდიაქოს მიხედვით ვერძი … Read More
რა ნივთები უნდა გქონდეთ სახლში – სახალისო სია
სულ ინტერიერსა და არქიტექტურაზე საუბრით რომ არ მოგაბეზროთ თავი, სახალისო თემა შევარჩიეთ და სასაუბროდ გამოვეშურეთ. ჩვენს საზოგადოებაში ხშირად ამბობენ, რომ რაღაც ნივთები, წესები და ჩვევები აუცილებელია გვქონდეს, გაგვაჩნდეს. ასეა სახლების შემთხვევაშიც, ინტერიერის მოწყობისას, აუცილებლად შესაძენ ნივთებს სიაში არც კი ვწერთ და ასე, ზეპირად ვიმახსოვრებთ მათ. თუმცა, თუ დაფიქრებულხართ რამდენი აუცილებლად შესაძენი და შესანახი ნივთი უნდა … Read More
როგორ განვაახლოთ ბაღის დიზაინი მარტივად
შემოდგომის მოსვლა კარგია, თუმცა სანამ ამინდები ხელს გვიწყობს და ძველი ბალახიც ჭკნობისკენ მიდის შეგვიძლია ბაღს გალამაზებისთვის ენერგია და დრო გამოვნახოთ და სახლის წინ ხანდახან მივიწყებულ ბაღს ხელი შევავლოთ. ამისთვის კი რამდენიმე რჩევა მოგიმზადეთ – როგორ განვაახლოთ ბაღის დიზაინი მარტივად ორნამენტები და დეკორაცია ბაღის განახლება ორნამენტებითა და დეკორაციებით დაიწყეთ, მაგალითად ლამაზი საყვავილეები, მეტალის ფიგურები, ხეზე ჩამოსაკიდებელი … Read More
როგორ უნდა მოაწყოთ კოტეჯი – მარტივი რჩევები დამწყებებისთვის
ბოლო რამდენიმე წელია არქიტექტურას პატარა, მოსახერხებელი და ბიუჯეტური კოტეჯები შემოემატა, ინტერიერში კი ამ კოტეჯების მოსაწყობად შესაბამისმა რჩევებმა მოიყარა თავი. კოტეჯი ზღვასთან, მთასთან ახლოს ან სულაც მთაზე განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. გადავწყვიტეთ მის მოსაწყობად რჩევებიც გაგვეზიარებინა. – როგორ უნდა მოაწყოთ კოტეჯი – მარტივი რჩევები დამწყებებისთვის დავიწყოთ იმით, თუ რა არის კოტეჯის სტილის სახლი – ეს არის პატარა, … Read More
ფერები რომლებსაც შემოდგომის ინტერიერში შეხვდებით
შემოდგომის მოსვლას უკვე ვეგებებით, ტრენდებიც მიმოვიხილეთ და ზაფხულის გასაცილებლადაც მზად ვართ. ახლა კი დროა, ცოტა ფერებზეც ვისაუბროთ და ამ წლის შემოდგომის რამდენიმე მთავარი ფერი განვიხილოთ, რომელთა გარეშეც 2021 წელი ვერ ჩაივლის. ნახეთ, ფერები რომლებსაც შემოდგომის ინტერიერში შეხვდებით. ყვითელი ამ წლის შემოდგომა ყვითელი ფერით იწყება, თუმცა არა ჩვეულებრივი ყვითლით, არამედ ცოტა მდოგვისფერსა და ჩამავალი მზის სხივების … Read More
2021 წლის შემოდგომის 5 მთავარი ტრენდი თქვენი ინტერიერისთვის
შემოდგომაც მოვიდა, წლევანდელი ზაფხული თავისი ცოცხალი ფერებითა და ტრენდული დეტალებით დაგვემშვიდობა და ახლა დროა, კარი ყვითელ, წითელ ფერებსა და ქარიან ამინდებს გავუღოთ. შემოდგომის მოსვლას ინტერიერის დიზაინერებიც მომზადებულები ხვდებიან და თქვენთვის 2021 წლის საშემოდგომო ტრენდების ხუთეული შევკრიბეთ. ნახეთ, 2021 წლის შემოდგომის 5 მთავარი ტრენდი თქვენი ინტერიერისთვის. თბილი ფერები, ნატურალური გადაწყვეტები ინტერიერში თბილი ფერები არ გვტოვებენ, 2021 … Read More
რატომ უნდა აირჩიოთ სახლის მოწყობისა და აშენებისთვის ხის მასალა
ხე – მასალაა, რომელიც პატარა სახლშის აშენებისას ხშირად გამოიყენება და სურვილის შემთხვევაში მას ინტერიერშიც იყენებენ. არსებობს რამდენიმე მიზეზი რის გამოც არჩევანი ხეზე უნდა შეაჩეროთ და თქვენი სივრცის უმეტესი ნაწილი მას დაუთმოთ. წაიკითხეთ, რატომ უნდა აირჩიოთ სახლის მოწყობისა და აშენებისთვის ხის მასალა კვლევები ამბობს რომ… ბოლოს ჩატარებული ყველა კვლევა ამბობს, რომ ხის მასალის სახლში გამოყენება … Read More
შავი ფერის მთავარი უპირატესობები ინტერიერში
გამოკითხვა რომ ჩავატაროთ ინტერიერში ყველაზე ხშირად გამოყენებულ ფერებს შორის გამარჯვებული აუცილებლად შავი ფერი იქნება, რადგან შავი პირველი, ელეგანტური ფერია, ყველა სხვა დანარჩენ ფერს უხდება და ინტერიერში ყოველთვის ამბობს თავის სათქმელს. ნახეთ – შავი ფერის მთავარი უპირატესობები ინტერიერში რამდენი უპირატესობა აქვს შავ ფერს, რამდენიმეს ჩამოთვლაც კი გაგვიჭირდება… შავ ფერს შეუძლია გამოკვეთოს სივრცე ამ ფერის ერთ-ერთი დადებითი … Read More
რომელი მცენარე არ უნდა შეიძინოთ თქვენი ინტერიერისთვის
სახლში მცენარეებს ინტერიერის გასალამაზებლად, ჩვენი გაწყობის ასამაღლებლად და სხვა მილიონი მიზეზით ვდგამთ. მათ დიდი ყურადღებითა და მონდომებით ვარჩევთ შემდეგ კი ასევე დიდი ყურადღებით ვუვლით თითოეულს. მცენარეები ნამდვილად კარგია, თუმცა არსებობს რამდენიმე ჯიშის ყვავილი და ბუჩქნარი რომელიც სახლში არ უნდა დადგათ. ნახეთ, რომელი მცენარე არ უნდა შეიძინოთ თქვენი ინტერიერისთვის ინგლისური სურო რა კარგია სურო, სახლის სახურავამდე … Read More











