ბოლო რამდენიმე წელია არქიტექტურას პატარა, მოსახერხებელი და ბიუჯეტური კოტეჯები შემოემატა, ინტერიერში კი ამ კოტეჯების მოსაწყობად შესაბამისმა რჩევებმა მოიყარა თავი. კოტეჯი ზღვასთან, მთასთან ახლოს ან სულაც მთაზე განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. გადავწყვიტეთ მის მოსაწყობად რჩევებიც გაგვეზიარებინა. – როგორ უნდა მოაწყოთ კოტეჯი – მარტივი რჩევები დამწყებებისთვის დავიწყოთ იმით, თუ რა არის კოტეჯის სტილის სახლი – ეს არის პატარა, … Read More
რჩევები
მასალები რომლებიც ინტერიერში ყველაზე ხშირად გამოიყენება
სახლის მოწყობისას ინტერიერში რამდენიმე ძირითადი მასალა გამოიყენება, მარმარილო, ხე, მეტალი და სხვა. ტექსტურის შერევა ინტერიერშიც ისეთივე ხშირია, როგორც ჩაცმულობაში. ინტერიერის დიზაინერები სასურველი შედეგის მისაღწევად ამ ხერხს ხშირად მიმართავენ. დროა, ერთად ვნახოთ მასალები რომლებიც ინტერიერში ყველაზე ხშირად გამოიყენება მარმარილო თითქმის შეუძლებელია თანამედროვე სახლებში ინტერიერის დიზაინერებმა მარმარილო არ გამოიყენონ. მარმარილო კლასიკური მასალაა, რომელის გამოყენება ინტერიერში საუკუნეების წინ … Read More
5 რჩევა რომელიც სილამაზის სალონის მოწყობაში დაგეხმარებათ
ჩვენი ინტერიერის დიზაინები მხოლოდ სახლებსა და აგარაკებს არ მოიცავს, ფორტისში ნებისმიერი სივრცის გალამაზება და კეთილმოწყობაა შესაძლებელი და ამის დასამტკიცებლად, სილამაზის სალონის ინტერიერზე უნდა გესაუბროთ. ინტერიერზე საუბარს კი კვლავ რჩევებით დავიწყებთ. 5 რჩევა რომელიც სილამაზის სალონის მოწყობაში დაგეხმარებათ აირჩიეთ ინტერიერის თემატიკა უნდა ვაღიაროთ, რომ სილამაზის სალონში ერთ-ერთ უმთავრეს როლს სწორედ დახვეწილი, ლამაზი ინტერიერი თამაშობს, ამიტომ მისი … Read More
2021 წლის შემოდგომის 5 მთავარი ტრენდი თქვენი ინტერიერისთვის
შემოდგომაც მოვიდა, წლევანდელი ზაფხული თავისი ცოცხალი ფერებითა და ტრენდული დეტალებით დაგვემშვიდობა და ახლა დროა, კარი ყვითელ, წითელ ფერებსა და ქარიან ამინდებს გავუღოთ. შემოდგომის მოსვლას ინტერიერის დიზაინერებიც მომზადებულები ხვდებიან და თქვენთვის 2021 წლის საშემოდგომო ტრენდების ხუთეული შევკრიბეთ. ნახეთ, 2021 წლის შემოდგომის 5 მთავარი ტრენდი თქვენი ინტერიერისთვის. თბილი ფერები, ნატურალური გადაწყვეტები ინტერიერში თბილი ფერები არ გვტოვებენ, 2021 … Read More
როგორ უნდა აქციოთ ინტერიერი ეკომეგობრულად
21-ე საუკუნეში ადამიანები ცდილობენ თავიანთი ინტერიერი უფრო ეკომეგობრულ, ჯანსაღ და გარემოსთვის სასარგებლო სივრცედ გადააქციონ, ამისთვის კი ხალხი მზის ბატარიებს, პატარა ბაღებს და სხვა ათას საშუალებას იფიქრებს. არსებობს ინტერიერის ხრიკები, რომელიც თქვენს სახლს უფრო ეკომეგობრულ სივრცედ აქცევს და მოდით რამდენიმე მთავარი კომპონენტი განვიხილოთ. როგორ უნდა აქციოთ ინტერიერი ეკომეგობრულად. გამოიყენეთ ბუნებრივი მცენარეები სახლის გასაფორმებლად ეკომეგობრული ინტერიერის შესაქმნელად … Read More
რჩევები რატომ უნდა ჩამოკიდოთ ტელევიზორი კედელზე
სახლის მოწყობისას ბოლო დეტალებს დიდ ყურადღებას ვაქცევთ, რადგან საბოლოო შტრიხები ინტერიერს სრულყოფილ სახეს აძლევს და სრული შედეგის მიღებაში გვეხმარება. ბოლო დეტალებში ტელევიზორის, სურათებისა და სხვა დეკორის შემოტანაც იგულისხმება. სად აპირებთ ახალ სახლში ტელევიზორის დადგმას, იქნებ ჯობს ინტერიერის ხრიკები გამოიყენოთ და ტელევიზორი კედელზე ჩამოკიდოთ ? – ნახეთ, რჩევები რატომ უნდა ჩამოკიდოთ ტელევიზორი კედელზე თქვენ დაზოგავთ სივრცეს … Read More
ხრიკები რომლებიც ყველა ინტერიერში გამოგადგებათ
როგორც მედიცინაში, სპორტსა და ეკონომიკაში ასევე არქიტექტურასა და ინტერიერშიც არსებობს ხრიკები, რომელსაც ინტერიერის დიზაინერები საჯაროდ არასდროს აღიარებენ. თქვენთვის რამდენიმე მათგანი უნდა გავასაჯაროვოთ და პროფესიონალების მიერ გამოცდილი და საჭირო ხრიკები თქვენც გასწავლოთ – ნახეთ, ხრიკები რომლებიც ყველა ინტერიერში გამოგადგებათ შეურიერთ ძველი და ახალი დეკორი თუ ინტერიერში ძველ და ახალ დეკორს ერთმანეთში შეურევთ, სახლში თანამედროვე სტილს შექმნით, … Read More
6 მთავარი ტრენდი რომელიც ზაფხულში უნდა სცადოთ
სანამ ზაფხულს გავაცილებთ ბოლოჯერ შეგვიძლია ამ სეზონზე სახლი განვაახლოთ და ტრენდების მიხედვით რომელიმე ოთახი რადიკალურად შევცვალოთ. ფერები, ტექსტილი და ავეჯი – ნახეთ, 2021 წლის 6 მთავარი ტრენდი რომელიც ზაფხულში უნდა სცადოთ. გამოიყენეთ ინტერიერში ლურჯი ფერი პირველი რჩევა ტრენდების მოყვარულებს – რამდენიმე კვირა დაგრჩათ, შეარჩიეთ ლურჯი ფერის დეკორი, შეცვალეთ ბალიშები ან ხალიჩა. ინტერიერში რაიმე ლურჯი ფერის … Read More
რჩევები როგორ და სად დავდგათ კოსმეტიკის მაგიდა საძინებელში
ყველა გოგოს ერთხელ მაინც უოცნებია ოთახში თეთრი ან ვარდისფერი სარკეებიანი კოსმეტიკის მაგიდა ჰქონოდა, აი ისეთი, ფილმებში რომ აქვთ ხოლმე ზღაპრულ გოგოებს. 21-ე საუკუნეში მიუწვდომელი და რთული აღარაფერია და, რა თქმა უნდა, თანამედროვე ინტერიერში მსგავს ზღაპრულ კოსმეტიკის მაგიდებს აუცილებლად შეხვდებით, თუმცა სახლში ხომ ყველაფერს თავისი ადგილი აქვს და ასეთი მაგიდისთვისაც უნდა გამოვნახოთ შესაფერისი სივრცე. ნახეთ, რჩევები … Read More
მექაში მსოფლიოს უდიდესი სასტუმრო შენდება
ხომ გაგიგიათ გამოთქმა, ყველაფერს ორი მხარე აქვსო ხოდა ამ მეორე მხარეს საზოგადოების ის ნაწილი აღმოჩნდა, რომლისთვისაც პანდემიამ რაღაც დადებითიც მოიტანა. მექაში წელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სასტუმროს მშენებლობა გაგრძელდება, მშენებლობა პანდემიის დროს დაიწყო, შემდეგ დროებით შეჩერდა, თუმცა მალე მსოფლიო მორიგ საოცრებას იხილავს. ნახეთ – 70 რესტორანი და შოპინგცენტრები – მექაში მსოფლიოს უდიდესი სასტუმრო შენდება აბრაჯ … Read More










