ვეძებთ ინტერიერის დიზაინერს – პასუხისმგებლიან, შემოქმედებით, გემოვნებიან, ადამიანს, რომელიც უნდა იყოს ზეკომუნიკაბელური მარტივად საურთიერთობო, რადგან მოუწვს ურთიერთობა, როგორც დამკვეთთან, ასევე ობიექტის საქმეთამწარმოებლებთან, ხელოსნებთან, შოურუმების კონსულტანტებთან და რაც ყველაზე მთავარია ფორტის გუნდთან, რომელიც თავისთავად ძალიან კეთილგანწყობილია ყოველი ახალი წევრის მიმართ, და დაგეხმარებათ ძალიან მოკლე დროში მარტივად ადაპტაციაში.

რისი გაკეთება მოუწევს:

  • ობიექტის აზომვა;
  • დამკვეთის რეკომენდაციების მიხედვით გეგმარების და 3 განზომილებიანი ვიზუალიზაციის მომზადება;
  • დიზაინის მომზადება წინასწარ განსაზღვრული მატერიალებით ან ესკიზში
    გამოყენებული მასალებისა თუ დეკორაციების ბაზარზე მოძიების გარანტიით და უარეს შემთხვევაში ალტერნატიული გეგმის ქონით;
  • ხარჯთაღრიცხვის შესადგენად, მოსაპირკეთებელი მასალების, ავეჯის და აქსესუარების დათვლა პროექტის მიხედვით;
  • მუშანახაზების მომზადება;
  • რენდერების მომზადება
  • ესკიზში გამოყენებული ავეჯის და აქსესუარების ხელმისაწვდომობის გარანტია ან ალტერნატიული გზების მოძიება;
  • ობიექტზე კომუნიკაცია ვიზიტებით და სატელეფონო კავშირით

რა უნარებს უნდა ფლობდეს ინტერიერის დიზაინერი?

  • მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება
  • არქიტექტურასა და დიზაინში არსებული მიმდინარეობების ცოდნა
  • დღეს არსებულ ტრენდებსა და მიმართულებებზე ინფორმირებულობა
  • ბაზარზე არსებული მოსაპირკეთებელი მასალების ცოდნა და გამოყენების პირობები
  • სიახლეებისადმი მუდმივი ინტერესი
  • განვითარებაზე ორიენტირებულობა, კრეატიულობა, ინიციატივიანობა
  • გრაფიკული პროგრამების ცოდნა 3D MAX, ArchiCAD, Adobe Photoshop

უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად – რუსული, თურქული, ინგლისური